20.11.2014

ennska 72014 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ენასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები და ენობრივი პოლიტიკა საქართველოში".
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა დავით ჯალაღანიამ, დიასპორის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ ტარტარაშვილმა, გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე და განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი.
კონფერენციაზე სადისკუსიოდ წარდგენილი იყო სამი მოხსენება, მათ შორის ერთ-ერთი, ,,რეგიონული ენა და სამცხე-ჯავახეთის პრობლემები“, წაიკითხეს პროფესორმა მერაბ ბერიძემ და პროფესორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა.

ennska 24        ennska 23