21.11.2014

javaxuri leqsikoni2014 წლის 20 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ გიორგი ზედგინიძის წიგნის „ჯავახური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა გიორგი ზედგინიძის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით.
ჯავახური ლექსიკონი“ გიორგი ზედგინიძის შვილის, ვლადიმერ ზედგინიძის, ინიციატივით, რედაქტორობითა და სახსრებით გამოიცა, ავტორის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ. წიგნში დაახლოებით 28 ათასი სიტყვაა შეტანილი.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე აღნიშნავს:
„დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მესხური დიალექტის მკვლევარის გიორგი ზედგინიძის მაღალ დონეზე შესრულებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში“.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს უნივესიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და ავტორის ვაჟმა, უნივერსიტეტის მოწვეულმა პედაგოგმა ვლადიმერ ზედგინიძემ.javaxuriii