27.11.2014

885528 585287338242270 398716588612944630 o2014 წლის 26 ნოემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 208 -ე აუდიტორიაში, სტუდენტური კლუბის ,,ახალი სტუდენტური ერთობის" ( ,,ასე") პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე დამფუძნებლებმა ისაუბრეს კლუბის ძირითად არსსა, მუშაობის პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე. კლუბი ამ ეტაპზე ექვსი დეპარტამენტისგან შედგება. პირველი ინიციატივა, რომელიც კლუბმა სტუდენტებს შესთავაზა სტაჟირების პროგრამაა, რომელსაც ისინი სხვადასხვა განყოფილებებსა და დეკანატებში გაივლიან.