09.12.2014

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას - ,,არა ძალადობას!" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. 2014 წლის 9 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში, შსს - ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილმა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კანონში შესული ცვლილებების შესახებ, განმარტეს რომ ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს და სტუდენტებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები უჩვენეს.
შეხვედრას სტუდენტების გარდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.