12.12.2014

tamar sanikize2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც გამართეს საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის , სტუდენტებისა და პროფესორების გარდა , საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული ,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“უმაღლესი განათლების პროექტის დეტალების გაცნობა.
პროექტი ,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ დაიწყო 2014 წელს და ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.

1507536 591923220912015 5547376452374983528 o  magda maRraze  tsanik