18.12.2014

tinatiniiiiii2014 წლის 17 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სტუმრობდა. პოეტთან შესახვედრად ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რომელსაც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობიდან ესწრებოდნენ.
პოეტს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე. სტუდენტებმა მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები და შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. უნივერსიტეტის პროფესორების მიერ წაკითხული იყო მოხსენებები თინათინ მღვდლიაშვილის მრავალფეროვანი და საინტერესო შემოქმედების შესახებ.
თინათინ მღვდლიაშვილმა დიდი მადლობა გადაიხადა ლამაზი ღონისძიებისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მისცეს მას მასპინძლებმა და დაათვალიერებინეს საფარის სამონასტრო კომპლექსი. პოეტმა წაიკითხა რამდენიმე თავისი ლექსი, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე.

reqtortan momxsenebeli3  momxsenebeli2 bavshvi1