19.12.2014

xii konference2014 წლის 18 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა XII სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნა უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნიკო ახალკაცმა. ასევე სტუდენტებს მიესალმნენ და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ცისკარა ზარანდიამ და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მესხმა, რის შემდეგაც კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა სექციების მიხედვით.
კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენცია დადებითად შეფასდა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტების მხრიდან. გამოვლინდა საუკეთესო თემები, რომლებიც დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამოცემაში.

 xii kon  xii koo