19.12.2014

10863964 594450967325907 5490647329707398198 o2014 წლის 19 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში, სტუდენტებმა მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოს - საყდრისის გადარჩენის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა თხოვნით მიმართეს ხელისუფლებას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამ პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა ღონე იხმარონ ამ უძველესი არქელოგიური ძეგლის გადასარჩენად.
უნივერსიტეტის ეზოში გამართული აქციის შემდეგ სტუდენტები ორგანიზებული სვლით ქალაქის ცენტრისაკენ გაემართნენ.