26.12.2014

doitმიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საერთაშორისო პროექტის -TEMPUS-DOIT-ის (მულტიკულტურული განათლების კურიკულუმის რეფორმა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგი ) ფარგლებში ჩატარდა მე–2 პილოტირება, რომელსაც უძღვებოდა პროექტის მკვლევარ–ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ჯანოვა. პილოტირების თემად შერჩეული იყო–,,შემთხვევის ანალიზის სწავლების მეთოდები“, რომელიც ჩატარდა ინგლისური ფილოლოგიის და მასწავლებლის მომზადების მაინორ პროგრამის სტუდენტებთან. ლექცია ძალზედ ინტერაქტიული იყო და სტუდენტთა და პროექტის მენეჯერის, პროფესორ თინა გელაშვილის მიერ შეფასდა დადებითად. სტუდენტებმა შეავსეს პრე და პოსტ ტესტები, რომელთა მიზანიც იყო გამოვლენილიყო ცოდნის დონე და შეხედულებები აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით პილოტირებამდე და პილოტირების შემდეგ.