26.12.2014

12014 წლის 26 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში,გაიხსნა პროფესორ-მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენცია - „განათლების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები“ .
კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონების მასწავლებლები (ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, მარნეული, დედოფლისწყარო, ბორჯომი,ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ადიგენი, ახალციხე).
მოწვეულმა სტუმრებმა, მეუფე თეოდორე - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, თამაზ მარსაგიშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი მაჩაბელი - მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის გენერალური დირექტორი, ზაქარია ქუცნაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაზა მელიქიძე - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი კოპაძე - ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ბერიძე - ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, ტარიელ ფუტკარაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მაკა ომიაძე - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის პროგრამის სწავლების ხელმძღვანელი, მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს,  პროფესორ  მერაბ ბერიძეს, ასევე კონფერენციის ორგანიზატორებს და უსურვეს წარმატებები ყველა მომხსენებელს. შემდეგ კონფერენციამ გააგრძელა მუშაობა სექციების მიხედვით.

2a  3a  4