06.01.2015

2014 წლის 7 ოქტომრიდან დაიწყო პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის".
კონკურსი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
პროექტის მიზანია:ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში; თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა; პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი და განვითარების გეგმის შემუშავება.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ 4-6 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს  7 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 600 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდა 53 გამარჯვებული გუნდი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოთხი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა და წარმატებით გადავიდა შემდეგ ეტაპზე. 23 დეკემბერს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში, გამარჯვებული გუნდებისთვის გაიმართა ღია კარის დღე. ღია კარის დღეზე გუნდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკურსის მომდევნო ეტაპების შესახებ. სტუდენტების კითხვებს უპასუხეს ორგანიზაცია „მოქალაქისა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. პროექტის მომდევნო ტურის დაწყებამდე გუნდები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს თვითმმართველობის საკითხებსა და კვლევის მეთოდოლოგიაში.