16.01.2015

DSCN98482015 წლის 15 იანვარს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქარათული ენის კაბინეტში გაიმართა სამეცნიერო ,,გულანის“ მორიგი სხდომა. მოხსენება თემაზე ,,მოტივაციის როლი ბილინგვურ განათლებაში“ წარმოადგინა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქალბატონმა ლალი ბერიძემ.
ბილინგვური განათლება თანდათან ინერგება საქართველოს არაქართულ სკოლებში და ამდენად აქტუალურია ენის სწავლებაში მოტივაციის, როგორც ენის შესწავლის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესწავლა.
მომხსენებელი შეეხო ზოგადად უცხოური ენის სწავლაში მოტივაციის მნიშვნელობას.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არაქართული სკოლების სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ქართული ენის მასწავლებლებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ბილინგვურ განათლებას და დიდ როლს ასრულებენ არაქარაათველი მოსახლეობის ინტეგრაციის საქმეში. თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში.