21.01.2015

10904555 612333872204283 7137976782717408075 oსამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით დაიწყო,საპიარო ლექციების ციკლი აბიტურიენტებისთვის.
პირველი გასვლა 2015 წლის 21 იანვარს ბორჯომში განხორციელდა, სადაც უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი , ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი  გიორგი მესხი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მალხაზ ლომსაძე, ბორჯომის რესურსცენტრში შეხვდნენ საჯარო სკოლის დირექტორებს, რომელთა საშუალებით მოხდება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ინფორმირება.
შეხვედრა იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომ სკოლის დირექტორებმა, აბიტურიენტების მაქსიმალურად ინფორმირებისთვის, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უშუალოდ სკოლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა მოითხოვეს, რომელიც უახლოეს ხანში მოხდება. 10923811 612333955537608 7628127583519483110 o