23.01.2015

aspindza resurs centr2015 წლის 23 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, მოადგილე სასწავლო დარგში ნიკოლოზ ახალკაცი და მოადგილე სამეცნიერო დარგში მაკა კაჭკაჭიშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გიორგი მესხი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მალხაზ ლომსაძე, მორიგი საპრეზენტაციო გასვლით ასპინძას ეწვივნენ, სადაც რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ტრისტან მურადაშვილის ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ პოზიტივებზე, რომლითაც გამოირჩევა იგი სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან.
შეხვედრის დასასრულს, სკოლების დირექტორებს საპიარო მასალები - უნივერსიტეტის გაზეთი და ბუკლეტები გადაეცათ და ასპინძელ პედაგოგთა თხოვნით, სამომავლოდ ასპინძაში: სოფ. ტოლოშსა და აწყვიტაში გასვლა კვლავ დაიგეგმა.