28.01.2014

shexvedra aspindz2015 წლის 28 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტას ესტუმრნენ, სადაც შეხვედრა გამართეს აწყვიტასა და სოფელ ტოლოშას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრაზე სტუმრებმა დაწვრილებით ისაუბრეს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მოსწავლეებისა და პედაგოგებისაგან მოისმინეს ბევრი კითხვა, რომელიც ძირითადად შეეხებოდა უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებს და იმ უპირატესობებს, რაც გამოირჩევს მას სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან.
ამასთანავე, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ასპინძის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 shexvedr tamo  shexvedra memorandum