30.01.2015

10854361 807660939269282 7386758644459596701 o2015 წლის 30 იანვარს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის №5 საჯარო სკოლის დამამთვრებელი კლასის მოსწავლეებთან გამართა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაწვრილებით ისაუბრეს უნივერსიტეტის შესახებ და მოსწავლეებს გააცნეს ის სიახლე, რომ მიმდინარე წელს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო(სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ) სპეციალობებზე ისწავლონ, როგორც ახალცხეში , ისე ახალქალაქში. ამასთანავე მოსწავლეებს  გადაეცათ საპრეზენტაციო მასალები უნივერსიტეტის გაზეთისა და ბუკლეტების სახით.