03.02.2015

1979116 433732510108577 3159043459842184199 o2015 წლის 3 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, რექტორის მოადგიილეებთან და ფაკულტეტის დეკანებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქ.ვალეს №1 და №2 საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, ხოლო რექტორის მოადგილე ახალქალაქში, ვასილ მოსიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ახალქალაქის მუნიცაპალიტეტის სოფლებს: კოთელიისა და ხინდოს საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს უნივერსიტეტის შესახებ, თუ რა უპირატესობებს ფლობს უნივერსიტეტი და რისი შთავაზება შუძლია სტუდენტებისთვის. ამასთანავე ამომწურავი პასუხები გასცეს მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები და კურსდამთავრებულთა მშობლები, რომლებმაც დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, იმ მიღებული განათლებისთვის, რაც მათი და მათი შვილების წარმატების საწინდარი გახდა.

10381672 433732706775224 4313613275607686563 o  10960324 433442146804280 6289857935640393126 o