05.02.2015

10979348 799924710096246 2019026100 nესტონურ-ქართული ერთობლივი პროექტი „SMART UP GEORGIA” -მ გამოაცხადა კონკურსი სტუდენტებისთვის. პროექტმა სტარტი 2014 წლის 10 ნოემბერს აიღო და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი ინიცირებულია ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ისმიერ და ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად.
პროექტში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და საუკეთესო გუნდი ესტონეთში გაემგზავრება ერთკვირიან სასწავლო მოგზაურობაში.
4 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართულ ღონისძიებაზე შეირჩა მეორე ტურში გადასული გამარჯვებული გუნდები. მათ შორის იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსუტეტის გუნდი. გუნდის შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ბაია მელიქიძე, თეონა იველაშვილი და გიორგი ხმალაძე.
აღსაღნიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდა 379 სტუდენტი, ამათგან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 133.