05.02.2015

araliსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მორიგი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, 5 თებერვალს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების არალის და უდის №1 და №2 საჯარო სკოლებში გამართა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს უნივერსიტეტში არსებული ვითარებისა და სიახლეების შესახებ, ამომუწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს და დამატებითი ინფორმაციისთვის მოსწავლეებს გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები და უნივერსიტეტის გაზეთი.DSCN9263