05.02.2015

10960357 435701009911727 1155362821371574783 o2015 წლის 5 თებერვალს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები: რექტორის მოადგილე ვასილ მოსიაშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი რევაზ ზედგინიძე და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მერუჟან აბრამიანი ჯავახეთს კვლავ ეწვივნენ და სპასოვკისა და გორელოვკის( ქართულ - რუსული სექტორი) საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სარეკლამო - საპრეზენტაციო ლექციით სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარუდგინეს. მოსწავლეები განსაკუთრებით გაახარა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს უნივერსიტეტში უფასო (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული) სპეციალობებზე შეეძლებათ სწავლა, ამავე დროს ახალქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დახვდებათ.10854399 435700993245062 7050331518574632871 o