10.02.2015

10362804 438373492977812 3982971959864977927 o10 თებერვალს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთი ნაწილი, რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის ხელმძღვანელობით, აწყურის საჯარო სკოლაში - აწყურისა და საყუნეთის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. უნივერსიტეტელებმა ვრცლად ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რომელიც სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სხვა რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლებისგან გამოარჩევს. უპასუხეს აგრეთვე მოსწავლეების კითხვებს და გადასცეს საპიარო თვალსაჩინოებები გაზეთებისა და ბუკლეტების სახით. იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მალხაზ ლომსაძემ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს საჩუქრად გადასცა საკუთარი ავტორობით ახლადგამოცემული წიგნი „სისხლის სამართლის პროცესი“.905722 438373369644491 8050127544970645074 o