10.02.2015

10974700 438376426310852 8851808428297292766 oბორჯომის საჯარო სკოლების პედაგოგთა მიწვევით, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე,10 თებერვალს,  აკადემიური პერსონალის თანხლებით ბორჯომის №3 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც № 1, 4, 6 საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლებისათვის საპიარო ლექცია ჩაატარეს და დაწვრილებით ისაუბრეს ყველა იმ სიახლეზე, რაც ბოლო პერიოდში უნივერსიტრტში განხორციელდა. მოსწავლეები განსაკუთრებით გაახარა ცნობამ იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასო ( სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ) სპეციალობებზეც შეეძლებათ.

მოსწავლეებს ამავე დროს გადაეცათ სარეკლამო მასალა უივერსიტეტის გაზეთისა და ბუკლეტების სახით.10353259 438376436310851 1525964160476741441 o