13.02.2015

10854842 439325082882653 167331260956744880 o12 თებერვალს, სამცხე - ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე აკადემიური პერსონალის ერთი ნაწილის თანხლებით საპიარო - საპრეზენტაციო ლექციის ჩასატარებლად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. დამალის საჯარო სკოლას ეწვია. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაწვრილებით ისაუბრეს ყველა იმ სიახლეზე, რომელიც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელდა. მოსწავლეები განსაკუთრებით გაახარა ცნობამ იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს მათ უნივრსიტეტში უფასო (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული) სპეციალობებზეც შეეძლებათ სწავლა.
თვალსაჩინოებისთვის მოსწავლეებს დაურიგდათ უნივრსიტეტის გაზეთი და ბუკლეტები, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას რექტორმა წიგნი ,,სიყვარულის უნივერსიტეტი“ გადასცა.10958834 439325122882649 1723563445438284254 o