13.02.2015

10866239 439512152863946 1229646425399806714 o13 თებერვალს, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე და აკადემიური პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი მორიგი საპიარო-საპრეზენტაციო ლექციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ, ესაუბრნენ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებასა და სიახლეებზე, გადასცეს საპიარო მასალა გაზეთებისა და ბროშურების სახით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჭულევის მონასტრის წინამძღვარი მამა ანთიმოზი და უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი, 2014 წლის ,,იმედის გმირი“ მინდია შაინიძე. მამა ანთიმოზმა დალოცა მომავალი აბიტურიენტები და უნივერსიტეტს წარმატებები უსურვა.10974427 439512136197281 5674815508718970598 o