23.02.2015

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერაძის ინიციატივით შემუშავდა პროექტი, მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტისთვის სტიპენდიის მისანიჭებლად. პროექტი წარდგენილი იქნა საპრეზიდენტო ფონდში და მოიპოვა დაფინანსება. სტიპენდია გრიგოლ ხანძთელის სახელობისაა და მისი ოდენობა განისაზღვრება 200 ლარით. სტიპენდიას გამარჯვებული წინა სემესტრის მაღალი მაჩვენებლების მიხედვით 6 თვის განმავლობაში მიიღებს.
გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდიის ნომინანტები ყველა ფაკულტეტმა დაასახელა. პირველი სტიპენდიატი - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის მე - 3 კურსის სტუდენტი გვანცა ჩინჩალაძე გახდა.

10984594 443328502482311 2544338605228574101 o 10991421 443328535815641 7966656417172499136 o