27.02.2015

2015 წლის 25 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტმა გამართა შეხვედრა დოქტორანტურის სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდნენ ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ცისკარა ზარანდია, დეკანის მოადგილე პროფესორი გორგი ბუცხრიკიძე და ხარისხის უზრუნველყოფი სამსახურის სპეციალისტი ასოცირებული პროფესორი ნანა ჯღარკავა.
შეხვედრაზე ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დოქტორანტებსწარუდგინეს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა, პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკუტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება. აგრეთვე გააცნეს ყველა ის ნაბიჯი, რაც უნდა გაიაროს დოქტორანტმა სწავლების სამი წლის განმავლობაში.
დოქტორანტების გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ ბაკალავრიატის პირველი კურსუს სტუდენტები.

IMG 0300  IMG 0301