04.03.2015

საერთაშორისო ასოციაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" 2015 წლის 27 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის სხდომათა დარბაზში გამართა შეხვედრა-დიალოგით თემაზე: "ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქალთა მიმართ ძალადობის და აღმოფხვრისა ოჯახური კონფლიქტების პრევენციისათვის". მონაწილეობას ღებულობდნენ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, იურისტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინა გელაშვილი (საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" რეგიონული კოორდინატორი) .
შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამავე ორგანიზაციის ეგიდით გამოცხადებულ უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ კონკურსში საუკეთესო ესსეს გამოსავლენად თემაზე: ,,არა ძალადობას" .
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდა სამი სტუდენტი: თამარ ახალკაცი - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი, რომელმაც საპრიზო, მე-2 ადგილი დაიკავა და გადაეცა საპატიო დიპლომი ასევე ნინო ზაზაშვილი და ხათუნა ხუციშვილი -იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებით.

S0147017  S0636121