05.03.2015

მორიგი საპიარო გასვლა, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის, მერაბ ბერიძის ხელმძღვანელობით, ახალქალაქში განახორციელა. თავდაპირველად უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძრვანელთან ნარცის კარაპეტიანთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადების შესახებ გაიმართა, ხოლო შემდეგ უნივერსიტეტელებს ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც შეკრებილები იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები. სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელდა და რისთვისაც აბიტურიენტებმა სასწავლებლად ეს უნივერსიტეტი უნდა აირჩიონ. საუბარს თან თვალსაჩინოებები ახლდა უნივერსიტეტის გაზეთისა და ბუკლეტების სახით, რომელიც გადაეცათ სკოლის დირექტორებს. აუდიტორიიდან დიდი დაინტერესება გამოიჩინეს და ბევრი კითხვაც დაისვა, რომელსაც სათანადო პასუხები გაეცა.

11034464 446227172192444 6642174797862068036 o  1425230 446227135525781 6425987638815353616 o  11021487 446227238859104 5591344579407492545 o