05.03.2015

დღეს, 5 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მალხაზ ლომსაძის   წიგნის - „სისხლის სამართლის პროცესი“ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუმრები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან, უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები. ავტორის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ რეცენზიები სახელმძღვანელოზე წარმოადგინეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა ჭანტურიამ, ასოცირებულმა პროფესორმა დავით ხობელიამ. აუდიტორია გაეცნო თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების გამგის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის გამოხმაურებას სახელმძღვანელოს შესახებ. მოსაზრებანი გამოთქვეს პროფესორებმა და სტუდენტებმა. აღინიშნა, რომ სამეცნიერო ლიტერატურის განხილვას მიეცემა სისტემატური ხასიათი.

maka   maxo   merabi