09.03.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 - ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 6 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეწვია.
ტრადიციისამებრ, პირველ რიგში, სტუმარმა ყვავილებით შეამკო უნივერსიტეტის ეზოში არსებული ივანე ჯავახიშვილისა და გრიგოლ ხანძთელის ძეგლები, გაეცნო აკადემიურ პერსონალს, დაათვალიერა უნივრსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სამეცნიერო ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ბატონმა ვლადიმერ პაპავამ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,საქართველოს ეკონომიკა: გუშინ, დღეს, ხვალ", რომელსაც ეკონომისტების გარდა თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ბევრი დაინტერესებული პირი ესწრებოდა. ლექციამ დაგეგმილზე დიდხანს გასტანა, შესაბამისად იყო ბევრი კითხვები აუდიტორიიდან.
დასასრულს, ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში რექტორებმა, ბატონებმა ლადო პაპავამ და მერაბ ბერიძემ ხელი მოაწერეს განახლებულ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.ხოლო ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით.

10842133 447912585357236 9026230615541921334 o   1462690 447912508690577 3193081542472120023 o  10818292 447912595357235 4198290407359311390 o 1490787 447912912023870 8726679686916008350 o

11002695 447912948690533 4959193976552622500 o  10845602 447912862023875 4556595793309600934 o  11021301 447913252023836 5845203705234816115 o  10644520 447913278690500 9221618594564566261 o