11.03.2015

2015 წლის 10 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის მხარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილეებმა: გიორგი შარვაშიძემ და ლია გიგაურმა, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა საღინაძემ, საინფორმაციო მართვის ცენტრის დირექტორმა ლაშა ვერულავამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტმა სოფო ლობჟანიძე გამართეს.
იქიდან გამომდინარე, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარე ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად არის დასახლებული, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის დამატებით მექანიზმებსა და მათი ქართული ენის კომპეტენციების განვითარებაზე გაკეთდა.
აქცენტი გაკეთდა აგრეთვე ბილინგვური მასწავლებლის, როგორც დამატებითი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგის საუნივერსიტეტო მომზადებაზეც.
პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და აუდიტორიამ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სამინისტროს პირველი პირებისაგან მიიღო.

10418273 450104978471330 6106468471979167413 n  19291 450104761804685 2333669569590192545 n  19520 450104501804711 2467627769459410607 n