13.03.2015

2015 წლის 5 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა „ასე“-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვები და სიმღერები, ასევე სტუდენტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები.
ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო გახადა წამყვანების მიერ მომზადებულმა კითხვებმა. სწორად გაცემული პასუხების ავტორები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა ყვავილები გადასცეს დარბაზში მყოფ ქალბატონებს.

11042064 372379016281520 1092211837 n  11042264 372379372948151 1744617992 n