18.03.2015

17 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მწერალი თემურ ჭკუასელი სტუმრობდა, რომელსაც თან ახლდნენ მეგობრები: ანსამბლ ,,ქართული ხმების“ მომღერალი ზურაბ ლოლაძე, ემზარ ხითარიშვილი, ჟურნალ ,,ცისკრის“ რედაქტორი ამირან გომართელი, გაზეთ ,,ვერსიის“ რედაქტორი მაია ფურცელაძე. სტუმრებმა ტრადიციულად ყვავილებით შეამკეს გრიგოლ ხანძთელისა და ივანე ჯავახიშვილის ძეგლები.
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბატონ თემურს მეტად გულთბილი შეხვედრა მოუწყო დამსწრე საზოგადოებამ. თემურ ჭკუასელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ანსამბლ ,,ქართული ხმების“ მომღერალი, მაგრამ ამჯერად, მაყურებლის წინაშე წარსდგა მწერალის ამპლუაში. იგი უნივერსიტეტის და საერთოდ მესხეთის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. სტუმარს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, პროფესორები: გულიკო ბექაური, ნათელა ბერიძე, ვახტანგ ინაური, ქეთინო გრძელიშვილი, მაკა კაჭკაჭიშვილი, სტუდენტები: ინდირა შაინიძე და ნაზიკ ექნოსიანი, რომელთაც ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე. დასასრულს გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება ,,გალობის რაინდები“, რომლის სცენარის ავტორი თემურ ჭკუასელია, რეჟისორი კი ნანა ჯანელიძე. ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. ღონისძიება დამთავრდა, მაგრამ ემოციებით დატვირთული მაყურებელი დარბაზს არ ტოვებდა. მრავალმხრივმა შემოქმედმა დიდი სიხარული აჩუქა მისი ნიჭის თაყვანისმცემელთ.

chkuaseli6 chkuaseli1 ckuaseli8 chkuaseli7

chkuaseli4 chkuaseli3 chkuaseli5 chkuaselli2