24.03.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, 2015 წლის 20 მარტს, გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც განხილული იქნა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ახალციხის №1, №5, №6 საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალციხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მზია ეგიაშვილმა და ნინო ნადირაძემ, №5 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მაია თათეშვილმა და მაია კუბლაშვილმა.
იმიტირებული სასამართლო პროცესი შეაფასეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს სტუდენტებმა და მოსწავლეებმა.

imitirebuli1  imitirebuli2  imitirebuli3