24.03.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში,2015 წლის 23 მარტს, მოდელირების სპეციალობის კურსდამთვარებულის თამარ თამარაძის ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, მხატვარს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა, ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნანა ნათენაძემ, ხელოვნების მიმართულების პედაგოგებმა: ლელა ფერაძემ, ნანა ყორანაშვილმა, ანა კალაიჯიშვილმა, სტუდენტებმა.
დასასრულს, მხატვარმა თამარ თამარაძემ, უნივერიტეტის ხელმძღვანელობას და გამოფენის მოწყობის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი შემოქმედებისადმი ესოდენ დაფასება შემდგომი მუშაობისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.

gamofena1  gamofena3