24.03.2015

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე პირველად, 2006 წელს აღინიშნა, 2011 წელს კი გაეროს ინიციატივით ან თარიღმა ოფიციალური სახე მიიღო.
აღნიშნულ თარიღს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 მარტს, ღონისძიებით შეუერთდა.
ჭრელი წინდებით მორთულ აუდიტორიაში სტუდენტებმა პრეზენტაცია გამართეს, რითაც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება სცადეს. პრეზენტაციის შემგდომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ სტერეოტიბებსა და მითებზე, რომლებიც საზოგადოებაშია გავრცელებული, მაგრამ სინამდვილეს არ შეესაბამება.
ფსიქოლოგმა გულიკო ბექაურმა ისაუბრა თუ როგორ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში იმ მოსწავლეების ჩართვა, რომელთაც დაუნის სინდრომი აქვთ.
ღონისძიებაზე მოეწყო ფილმის „მერვე დღე“ ჩვენება, რომელშიც მოთხრობილია დაუნის სინდრომის მქონე ბიჭის ცხოვრება.
ღონისძიება ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“, სტუდენტური თვითმმართველობის და სტუდენტური ინტერნეტ-გაზეთის Jav.ge-ის ორგანიზებით გაიმართა.

daunis  dge  daunis dge1