24.03.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 24 მარტს გაიმართა ასოცირებული პროფესორის ჯემალ მამაიაშვილისა და ბიბლიოთეკის ტექნიკური ხელმძღვანელის ხათუნა კვინცხაძის წიგნის ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები“ პრეზენტაცია.
ავტორებმა მოკლედ წარუდგინეს წიგნი დამსწრე საზოგადოებას,რის შემდეგაც წიგნის შემქმნელებს მიესალმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალი წიგნის გამოსვლის საჭიროებაზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, წიგნის ღირსებებზე ისაუბრა გამოცემის რედაქტორმა, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გიორგი მესხმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მალხაზ ლომსაძემ, კოლეგებმა: ლელა წითაშვილმა და დარეჯან ვედიაკოვმა.
დასასრულს აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი წიგნის პრეზენტაცია იგეგმება.

wignis prezentacia1  wignis prezentacia2