27.03.2015

25 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წარმომადგენლობითი საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც წარმომადგენლობითი საბჭოს სრულ შემადგენლობასთან ერთად, ესწრებოდა უნივრსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ცალკეული სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელები. სხდომაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელის საბჭოში უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეტანილი და ხარისხის მართვის სამსახურის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. მოსმენილი იქნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. ასევე მოისმინეს საკითხები: აკადემიური საბჭოს დადგენილების დამტკიცების, სტუდენტთა აკადემიური სტიპენდიის გაცემის შესხებ, რომელის მიხედვითაც, აკადემიურ სტიპენდიას დამატებით 12 სტუდენტი მიიღებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თანამშრომლებზე, ბიუჯეტით დამტკიცებულ ფარგლებში პრემიების გაცემის შესახებ და მიმდინარე საკითხები.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომამ, რომლის მუშაობაც მიჰყავდა სპიკერს, ასოცირებულ პროფესორს როინ თათეშვილს, სრული დატვირთვით იმუშავა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი დადგენილება მიიღო.

warmomadgenlobiti  warmomadgenlobiti1