27.03.2015

26 მარტს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციამ იმუშავა 6 სექციად:
• განათლებისა და სოციალურ მეცნიერებათა;
• ფილოლოგიის;
• ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქელოგიის;
• სამართლის;
• ბიზნესის ადმინისტრირების;
• ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70- მდე მომხსენებელმა. საინტერესოდ წარიმართა კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა, რომელზეც გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები.
ყველა სექციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თოთოეული მოხსენება იყო საინტერესო და აქტუალური. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდგომში საუნივერსიტეტო კონფერენცია ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში. უახლოეს მომავალში დაიბეჭდება კონფერენციის მასალები.

konference1  konference2  konference3