27.03.2015

საერთაშორისო პროექტის TEMPUS--CASEDE-სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისები საქართველოში (წამყვანი ორგანიზაცია-ვილნიუსის უნივერსიტეტი), სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს პარტნიორ უნივერსიტეტს, პროექტში მონაწილე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტების ექსპერტთა მიერ მომზადდა და გამოიცა სტუდენტთათვის კარიერული მართვის სახელმძღვანელო-,,მართე შენი კარიერა" ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასევე მომზადდა მასწავლებლის სახელმძღვანელოც ინგლისურ და ქართულ ენებზე. წიგნების მომზადებაში ჩართულნი იყვნენ პროფესორი თინა გელაშვილი და PR- სპეციალისტი-თეონა ჟუჟუნაძე.წიგნებით სარგებლობისთვის სტუდენტებმა შეგიძლიათ მიმართოთ ამავე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულ კარიერული განვითარების ცენტრს. ორშაბათიდან წიგნების ნაწილი გადაეცემა ორივე სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკებს.
პროექტის ინსტიტუციონალური მენეჯერი პროფესორი თინა გელაშვილი

doiti tempusi