30.03.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, 24-25 მარტს, უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. ფინალურ შეჯიბრებაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილი დაიკავა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტმა ჯაბა ოქრომელიძემ, მეორე ადგილი იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტმა შოთა წურწუმიამ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გურამ გელაშვილი გახდა.
გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

magidis chogburti1  magidis chogburti2  magidis chogburti3