03.04.2015

აუტიზმის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით, 2 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა,  წაიკითხა მოხსენება თემაზე: აუტიზმი - ,,საკუთარი თავით შეპყრობა“. ქალბატონმა გულიკომ ისაუბრა აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე და იმ თავისებურებებზე, რომლითაც ხასიათდებიან აუტიზმით დაავადებული ბავშვები.
ლექციის მეორე ნაწილი წარმოადგინა ასოცირებულმა პროფესორმა მარეხ ნათენაძემ, რომელმაც აუტიზმის მქონე მოსწავლესთან სწავლების პროცესის საკითხებზე მეთოდური რეკომენდაციები მიაწოდა აუდიტორიას.
შეხვედრაზე აუდიტორიას საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს დაწყებითი განათლების IV კურსის სტუდენტებმა, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ ინკლუზიური განათლების სასწავლო კურსი გაძლიერებული პრაქტიკით.
შეხვედრის ბოლოს აუტიზმის საკითხებზე გაიმართა დისკუსია. შეხვედრაში მონაწილე სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.
აუდიტორიამ დიდი ყურადღებით მოისმინა აღნიშნული მოხსენებები.

autizmi1  autizmi2