03.04.2015

2 აპრილს,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალციხის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის მირზა ბურძენიძის პოეზიის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა პოეტი მსმენელთა წინაშე საკუთარი ლექსებით წარსდგა. ,,ძნელია თავს პოეტი უწოდო, ამდენი ბუმბერაზი პოეტის შემდეგ“- მოკრძალებით აღნიშნა მან. მირზას პოეზიას დავით ოქრომელიძის, ირაკლი ქართველიშვილის და ვაკო ბალახაშვილის სიმღერები ენაცვლებოდა. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებულმა ღონისძიებამ მსმენელთა დიდი მოწონება გამოიწვია.

mirxa burzenize