03.04.2015

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2 აპრილს, სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზედაც დოქტორანტი ლია წაქაძე წარსდგა თემით - ,,არჩევნების პროცესთან დაკავშირებული ხატოვანი სიტყვა - თქმანი თანამედროვე ქართულში (პრესის მასალების მიხედვით)." თემაში განხილული იყო 1991 წლიდან 2014 წლამდე ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ხატოვანი სიტყვა - თქმანი. სხდომას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი  მერაბ ბერიძე, პროფესორ - მასწავლებლები და დოქტორანტები. თემის გარშემო დაისვა მრავალი კითხვა, იყო შენიშვნები. მსმენელებმა თემა საინტერესოდ მიიჩნიეს.

gulaniii 1 gulaniii3 gulaniiii4 gulaniiiiiii2