16.04.2015

2015 წლის 16 აპრილს, 15:00 საათზე ქართული ენის კაბინეტში გაიმართა სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა, სადაც მოხსენება თემაზე: „სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული მუსლიმი მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესში ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამები ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის“, წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა ცირა მესხიშვილმა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა XX საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მუსლიმი მოსახლეობის რეპატრიაციასა და მათ საგანმანათლებლო პრობლემებზე. მან განმარტა, რომ მთავარი კომპონენტი რეპატრიანტების ინტეგრაციისათვის არის სახელმწიფო (ქართული) ენის შესწავლა და ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. პროფესორმა ასევე ისაუბრა სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან განათლების მიღებისას რეპატრიანტები. მოხსენებას მოჰყვა საინტერესო დისკუსია.

cira  cira gulani