20.04.2015

17 აპრილს, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მიმართულებით საჯარო ლექციები ჩატარდა, კერძოდ ,,ერი, როგორც წარმოსახვითი ერთობა და კონსტრუქცია“ წარმოადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მაისურაძემ, ხოლო აუდიტორიის წინაშე თემით ,,სოკრატე, როგორც ანტიკურობის განმანათლებელი“ წარსდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის აკადემიური ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი;
მსმენელებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს აღნიშნული საჯარო ლექციები და მომხსენებლების წინაშე არაერთი კითხვაც დასვეს.

ilre1 ilre2 ilre3 ilre4