22.04.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით ტარდება საჯარო ლექციები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში.
21 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როინ თათეშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,საბიუჯეტო სისტემა და გადასახადები“. პროფესორმა სკოლას საჩუქრად საკუთარი ავტორობით გამოცემული წიგნი ,,გადასახადები და საბიუჯეტო სისტემა“ და უნივერსიტეტის გაზეთი „მესხეთის უნივერსიტეტი“ გადასცა. ლექციამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

  arali1          arali2