24.04.2015

23 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თურქული ენის მაინორ პროგრამის სტუდენტებმა: ვიქტორია მინასიანმა, ნათია ოთანაძემ და ზაზა ინასარიძემ, გამართეს პრეზენტაცია და საზოგადოებას ჩააბარეს ანგარიში მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ერზრუმში გამართულ ,,ზამთრის სკოლა“ - ში მათი მონაწილეობის შესახებ. სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელ უნივერსიტეტს გულთბილი დახვედრისათვის, მშობლიურ უნივერსიტეტს, საზღვარგარეთთან ურიერთობის მიმართულებას, თურქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელ ქ- ნ მაკა შონიას და ყველა პედაგოგს, რომელთაც წვლილი შეიტანეს მათ მომზადებაში.
სტუდენტებს ზამთრის სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცა საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა ქ-მა გურანდა მოდებაძემ და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ქ-ნი მაკა ბერიძე, ფაკულტეტის დეკანი ქ- ნი გულიკო ბექაური და პროფესორი მაკა შონია. 

zamtris skola1  zamtris skola2  zamtrisskola3