24.04.2015

2015 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე, გაიმართა სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა.
მოხსენება თემაზე „წუთისოფლის პრობლემა ალექსანდრე ყაზბეგის პოეზიაში“ წარმოადგინა ასოცირებულმა პროფესორმა დალი ბეთხოშვილმა.
მომხსნებელმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლები ყურადღება აქვს მიქცეული შემოქმედის ლექსებს. გამოიკვეთა ყაზბეგის პოეზიის პრობლემატიკა, კერძოდ, წუთისოფლის ამაოების, ცოდვით დაცემის,სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხები. პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ ყაზბეგის პოეზიაში ამოიცნობა მხატვრული სიტყვის დიდი ხელოვანი.

gulani yazbegi1  gulani yazbegi 2