27.04.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ენის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი, გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდიანტი, გვანცა ჩინჩალაძე, 28 აპრილიდან 6 მაისამდე, მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო დებატების ფორუმში ქალაქ ბაქოში. აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს 3 სტუდენტი წარმოადგენს. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც საკმაოდ რთული კონკურსის შედეგად გახდა გამარჯვებული.